ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა “მოამბის”, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.