ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცხედრები საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. დაღუპულები ძმები – ძმები ლერი და როლანდი პაკელიანები არიან.