მაესტრო ლევან შენგელიას პანაშვიდი სამტრედიაში 16, 17, 18 აგვისტოს , დიდგორის ქუჩა #85-ში გაიმართება.
მაესტროს ორშაბათს 19 აგვისტოს თბილისში გადასვენების, სადაც პანაშვიდები 18:00 საათიდან, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მდებარე მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართება.
ლევან შენგელიას სამშაბათს, 20 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისში, მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ლევან შენგელია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა.
პიანისტი, მუსიკოსი წლების განმავლობაში აშშ-ში მოღვაწეობდა.