LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ციხეში იჯდა…უბანში მეტსახელად “ტარაკანას” ეძახიან…” – რას ჰყვებიან საგარეჯოში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე ადგილობრივები?

“ციხეში იჯდა…უბანში მეტსახელად “ტარაკანას” ეძახიან…” – რას ჰყვებიან საგარეჯოში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე ადგილობრივები?

დაპოსტა 2024/11/22-ში
A A
260
ნახვა
გაზიარება

ფემიციდის მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუჩეჩქვა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან თბილისში, “ინგოროყვას კლინიკაში”, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ დასახიჩრებული ქალის გადარჩენას, სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

21 ნოემბერს, ქალი “ინგოროყვას კლინიკაში” გარდაიცვალა. ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი ციკო სულიკაშვილია. ის მეუღლეს გაშორებული იყო.

არსებული ინფორმაციით, მასზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ქმარი. თავის დროზე მათი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა. მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა ცოლს, სწორედ ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან ამნისტიით ახალი გამოსულია.

“არ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესი ფაქტია. თავში ქვა ურტყა ყოფილმა ქმარმა, სასტიკად სცემა საწყალი გოგო. სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თბილისში გადაიყვანეს რეანიმობილით, იქ იწვა რამდენიმე დღე. იმას ვთხოვდით ღმერთს, რომ როგორმე გადარჩენილიყო, მაგრამ გავიგეთ რომ გარდაიცვალა. ის არამზადა მოძალადე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა და ახლა წინასაარჩევნოდ გამოუშვეს ციხიდან, ამნისტია შეეხო. ციკო ქმარს გაშორებული იყო, ორი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გამოცემული მოძალადის მიმართ. ამის მიუხედავად სახლში მიაკითხა, ვითომ შვილი უნდოდა ენახა. შვილის ნახვის საბაბით მივიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეტყობა წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, სახლიდან გაიტყუა გარეთ და ქვით გაუჩეჩქვა თავი, უთქვამს გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ესეც გასულა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ასე გაუსწორდებოდა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ საწყალ გოგოს ვერავინ მიეშველა. ეს გოგო კლინიკაში იწვა და დღეს გარდაიცვალა. რატომღაც არ გახმაურდა მაშინ ეს ფაქტი. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ორი შვილი ჰყავთ, 18 წლის და 7 წლის. ციკო ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან გვტკივა გული”, – ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

“როგორც სჩვევიათ, ასეთ მოძალადეებს, მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ასეა ხოლმე, როცა ასეთი ავადმყოფები არიან. ძალიან შეძრული ვარ ამ ფაქტით. ციკო ჩემს მეზობლად ცხოვრობს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, რომ მოეყოლა თავისი პირადი ამბები, მაგრამ მეზობლებისგან ვიცი, რომ ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ საწყალი გოგო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ამიტომ იხდიდა სასჯელს ეს მოძალადე. ციხეში იჯდა, დაჭერილი იყო, ახლა როგორც გავიგე, ამ საწყალ გოგოს თავისი საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა მოძალადე ციხიდან. დამნაშავე მიშა სუხიშვილია, უბანში მეტსახელად ტარაკანას ეძახიან. ეს გოგო თავისი მშობლების სახლში იყო. საგარეჯოს ცენტრში ცხოვრობს, კერძო სახლი აქვთ. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ორი წელი არ იქნება, რაც ციკოს ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებოსთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. იმ საღამოს ყოფილ ქმარს მიუკითხავს სახლში. სახლში მასთან სტუმრად იყო ციკოს მეგობარი გოგო და თურმე ყავას სვამდნენ ერთად. ამ დროს გაუყვანია ეზოში. სადღაც 5 წუთი არ გაგრძელებულა მათი საუბარი თუ კონფლიქტი, მალევე ძალიან დიდი ქვა აუღია და ურტყა საწყალ გოგოს თავში. უმძიმესი ამბავია, გამეორებაც მიჭირს. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მას არ გაუგია ხმაური, მამა უკვე იწვა საწოლში. სახლში სტუმრად მყოფი გოგო გავარდნილა ყვირილზე და ის რომ მივიდა, გოგო უკვე ძირს ეგდო და დამნაშავეც გაიქცა. ამ შემზარავ ფაქტს შეესწრო მათი 7 წლის ბიჭი. ბავშვმა ნახა ეს ყველაფერი. მეგობარმა, რომ ნახა ასეთ საშინელ დღეში გოგო, სასწრაფოდ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. მალე მოვიდა პატრული და სასწრაფო, დამნაშავე უკვე გაქცეული იყო. საწყალი გოგო ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ რეანიმობილით “ინგოროყვაში”. თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალსო. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობა იყო, როგორც სჩვევიათ ასეთ ავადმყოფებს. დამნაშავის დედას უთქვამს, მიშა სახლში იყო, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, ვიღაცამ დაურეკა, გავარდა სახლიდან და ნახევარ საათში ეს ამბავი გავიგეო. პათოლოგი და ავადმყოფია ასეთი მოძალადეები. მიშა სუხიშვილს არავინ ახასიათებს დადებითად. ეს გოგო “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა, შრომობდა და ზრდიდა ორ შვილს… განაგრძეთ კითხვა 

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია იმართება ქუთაისში

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანები, რომელბიც დაბადებიდან გამარჯვებულები არიან

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის – იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს – აზრი არ აქვს. ასე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ: მორიელი მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"