LIVE TV
შაბათი, თებერვალი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ცვლილებები, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა

დაპოსტა 2020/01/02-ში
197
ნახვა
გაზიარება

1. 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდა.ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ვალდებულები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.ამ სერტიფიკატს გასცემს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში ერთხელ. 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც ყოველი მეორე, 496 368 დახარვეზდა, ხოლო 2 800 ავტომობილს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

2. სტადიონებზე პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარს მიაღწევს.საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის მაისიდან ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს, როდესაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში. 2023 წლიდან კი, ნებისმიერი ბრენდის თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება, რომელზეც მწარმოებლის კორპორატიული ფერები დატანებული არ იქნება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა სადაც მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და სხვადასხვა სახის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

3. 2020 წლიდან „112“ – ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 112-ის საფასურს, 40 თეთრს გადაიხდიან.იურიდიული პირებისთვს კი 112-ის ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება. „112“-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.მანამდე მოქმედი წესით ფიზიკური პირისთვის “112”-ის მომსახურება 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 თეთრი იყო.

4. პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდება. ახალი სააგენტო შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით იმ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს, რაც მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.

5. ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33.მათივე ცნობით, თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულთაგან 16 მოქალაქეს.ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით მათთან სულ 124 ზარი შევიდა. შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.

გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
112
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
156
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
114
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
44
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
292
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
2.4k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
101
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
187
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
99
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
92
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».