ცერათითებზე აზიდვაში მსოფლიოს რეკორდი ქართველმა ირაკლი ვეკუამ დაამყარა. თბილისში გამართულ ღონისძიეაზე ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ქონდა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 46.8 წამი დაჭირდა.
საქართველოს ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში დღეს დანიელებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისი არენაზე, 20:50 საათზე დაიწყება. ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა.









