,,ედისონ რისერჩმა” 2% რეიტინგი გვარგუნა. მეტიც გვქონია, მაგრამ 0.6% რატომღაც ჩამოგვაჭრეს. თუმც, ვასაძის ხსენებას კვლავ ვერ ავცდით.
პარტია” ერის” დაფუძნებიდან (30.12. 2020), ცდილობენ ვასაძესთან ასოცირებულები ვიყოთ. ამ პოლიტ-ტექნოლოგიური ხრიკით ჩვენი ანტირუსული ელექტორატის დაბნევა სურთ.
არადა, სად ,,ერი” ან არჩევნები და სად ვასაძე?!კაცი 4 თვეა მკურნალობს (გამოჯამრთელებას გულით ვუსურვებ), თან ცსკო – სა და საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი” ერია” რეგისტრირებული და ისიც მირიან მირიანაშვილის თავმჯდომარეობით.
რომც გინდოდეს ვერ აგერევა,
მაგრამ ზევიდან უბრძანებიათ ,,თავისუფალი ჟურნალისტებისთვის” და ესენიც ატრიალებენ: ერი-ვასაძე! ერი-ვასაძე!
მოკლედ, მარაზმია, მაგრამ ვერ გვნებს და თუ უხარიათ გააგრძელონ. ის უფრო მაინტერესებს 0.6% რატომ ჩამომაჭრეს? მაღლა აღარ შეიძლებოდა? ანუ, 2% ვასაძეს გადაულოცეს, 0.6% კი ბანალურად მომპარეს და თუ ჰგონიათ, რომ ამ სასაცილო ხრიკებით საქმე გააკეთეს, ძალიან შემცდარან.
გეგმები, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, საკმაოდ წონიანი მაქვს და არა ეგ რაღაც 2.6%.”-წერს პარტია ერის დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი.