ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა. შემთხვევა პეკინთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა.
მამაკაცმა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართა და დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანის ინფიცირებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში ახალგაზრდა კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.
ამჟამად მამაკაცი დაკავებულია მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება აქვს წაყენებული.