ჩინეთში, კორონავირუსით, კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 442 -მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 1 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 76 936-ს მიაღწია.
ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 22 888-ია.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ დღემდე ვირუსით 19 ადამიანია დაღუპული. აქედან 5 – ირანში, 4 – სამხრეთ კორეაში, 3 – იაპონიაში, 2 -ჰონგ-კონგში, 2 – იტალიაში. ტაივანში, ფილიპინებსა და საფრანგეთში კი გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობას, ჩინეთის გარეთ ვირუსის 1 782 შემთხვევაა დადასტურებული.