მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება, ეს ერთი. მეორე – ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პაექრობაში შესვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რეალურად. მაგრამ, ხალხის სახელით, რომ გელაპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა.ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანისის ეთერში სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ მიერ გამართულ აქციებზე საუბრისას.
მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში – ნელა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე
ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და...