“ჩვენ თუ არ გავიზარდეთ პატარებს ვერ გავზრდით”-ქუთაისში თვითმკვლელობების გაზრდილ რაოდენობას აფასებენ
სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელს 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 -მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 79 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრინიმაციისა და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს.