დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება შემსუბუქებას იწყებს, რაც იმის მანიშნებელია, თითქოს საქართველომ მეოთხე პიკი გადაიარა, თუმცა მოსახლეობას მაინც მოუწოდებს, რომ თავდაცვის ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა ქვეყანაში მომდევნო ტალღის წამოწყების მიზეზი არ გაჩნდეს.
“ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში. – განაცხადა გამყრელიძემ.