კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, სოციალური კამპანიის ფარგლებში, სპეციალური ვიდეორგოლი მომზადდა.
კლიპი განთავსდა ტელეკომპანიების “იმედის“, „მაესტროსა“ და “ჯიდიესის“ სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ტელეკომპანიების ეთერში გადაიცემა. კამპანია ამ ვიდეორგოლით მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.