ახალი პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ხელისუფლებაში მოსვლის ფონზე, თეირანი, ხელისუფლების შეცვლის გამო, ვენაში ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიტოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰატიბზადემ განაცხადა.
“ჩვენ არასოდეს მივატოვებთ მოლაპარაკებებს ვენაში. ირანში დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება ხდება და ეს ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ცვლილებებს იწვევს”, – განაცხადა მან.
აპრილიდან მოყოლებული, ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის პრობლემაზე ვენაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოლაპარაკებებში ირანი და საერთაშორისო “ხუთეული” (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია) მონაწილეობს. მხარეები აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას ირანის მიმართ, ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებას, ასევე შეერთებული შტატების გარიგებაში დაბრუნებას განიხილავენ.