აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ქუთაისში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიები კვლავ რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. რა თქმა უნდა მხოლოდ დიპლომატიის გზით, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წნეხის გაზრდით შევძლებთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და იმას რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ დაკარგულ სახლებში“-აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.