ძალოსანთა გუნდის ექიმი გიორგი ჭინჭარაული ლაშა ბექაურის ჩემპიონობას ეხმაურება და იხსენებს მის ტრავმას. მისი თქმით, ზურაბ კახაბრიშვილმა მას ანალიზებს დახედა და ძალიან ცუდ დღეშიც ჩავარდა.
“ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ზურა კახაბრიშვილი ჩამოვიდა, გაგვამხნევა, სამედიცინო ინვენტარით მომამარაგა, რჩევები მომცა, ძალოსნების ჯანმრთელობას გაეცნო და იქვე საუბრისას ბექაურზე ჩამოაგდო სიტყვა….
ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და არც მისი მებრძოლი ხასიათი ვიცოდი… თურმე რას შვება მთა, მთის ლაღი, ქართული სული…
ვნახე დასკვნა და პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ… მე ვფიქრობ ჯობს იმკურნალოს და მოემზადოს შემდეგი შეჯიბრებისთვის მეთქი.
ჩემი ხო გჯერაო, მითხრა ზურა მამობილმა … დავუქნიე თავი, რა მექნა..
ხოდა დღეს პირადად კახაბრიშვილს ვულოცავ ამ გამარჯვებას! მან შეძლო მკურნალობით, რეჟიმით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, ნემსებით, ფიზიოთერაპიებით, კინეზოტეიპირებით, მასაჟით და ა.შ.. რომ ეს შედეგი დაედო…
დიახ, ბექაურის ამ შედეგში, სამედიცინო გუნდმა უდიდესიი წვლილი შეიტანა და ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლაშას მზადებაში იყო ჩართული.
ზურა, ოქრო ხარ !
მადლობა, რომ პირობა შეგვისრულე
ფოტოზე შენი ემოციაც არ მიკვირს”, – წერს ჭინჭარაული.