მეგობარი ქვეყნების საელჩოებს თავიანთ ვებგვერდებზე 2006 წლის მონაცემების მიხედვით ეწერათ, რომ საქართველოში მოგზაურობა იყო საშიში. რომ ნარიყალაზე შეიძლება გაგძარცვონ, პეროვსკაიაზე – დაგაყაჩაღონ, რომ ღამით სეირნობა საშიშია…
ორი წელი დაგვჭირდა დიპლომატების დასარწმუნებლად, რომ გასაახლებელი იყო მათი ინფორმაცია და აღარ ვიყავით მოძალადეების სათარეშო ქვეყანა.
2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა ივანიშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კრიმინალის ზრდას “გაგებით უნდა მოვეკიდოთ, უნდა გავიჭირვოთ”.
“საყოველთაო ამნისტია”, ციხეების კრიმინალური ავტორიტეტებით მართვა, გარეთ მოძალადეთა თარეში, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა, პირუტყვების დაგეშვა წესიერ მოქალაქეებზე – ეს არის ქართული ოცნების ხელწერა.
შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს, თავისი მხარდამჭერებიანად.