“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!” -წერს სახალხო დამცევლი, ლევან იოსელიანი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.