ზოგისთვის წვიმა, ზოგისთვის მთები, ზოგისთვის სიყვარული, ზოგისთვისაც კი უამრავი სხვადასხვა ინსპირაციის თემა არსებობს. მაგრამ დავით ჭაჭიაშვილისთვის სიტყვა მუზა თავის ქალაქთან , ქუთაისთან ასოცირდება. ქუთაისია მისთვის ნებისმიერი ფილოსოფიური კონცეფცია, სიყვარულისა და ქალაქური გაგების სათავე მისთვის ამ ქალაქიდან იწყება.
საკუთარ თავს პოეტად არ თვლის. როგორც ამბობს, ის საკუთარ სათქმელს რითმებით გადმოსცემს. წერა ერთი წლის წინ დაიწყო. პირველი ლექსი რა თქმა უნდა ქუთაისს მიუძღვნა. უკვე 80-მდე ლექსის ავტორია. თემატიკა მრავალფეროვანი აქვს . თუმცა ძირითადად მაინც სიყვარულზე წერს, იქნება ეს ქალისა და მამაკაცის, სამშობლოს თუ ქალაქის.
დავითი სტუდია „მზის თეატრის“ წევრიცაა. ხშირად ვხვდებით კონცერტების წამყვანადაც. გარდა ამისა 2014 წლიდან ჩოხოსანია. ქართულ ჩოხაში თავს კომფორტულად გრძნობს. მისთვის ჩოხას სულ სხვა იდეური დათვირთვა აქვს.
სამომავლოდ დავითს სურს თავისი თავი მედიცინას დაუკავშიროს. საკუთარი კლინიკა ან სამედიცინო სასწავლებელი გახსნას. რათა ქუთაისს და ქუთაისელებს შემოქმედებითი კუთხის გარდა, თავი სხვა მხრივაც მიუძღვნას.