“ქართული კერძები ძალიან მიყვარს და ვამაყობ, რომ მე ქართული კერძების მიმართულებით ვარ შეფი,იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ სწავლა, მაშინ არ იყო ქართული კულინარია მოდაში.
ქართული სამზარეულო ძაან მიყვარს, არ მიყვარს ხოლმე გამოყოფა ქართული კერძების, მაგრამ მაინც მიყვარს “ჩაქაფული”. “ჩაქაფული” მართლა არის ქართული სამზარეულოს დედოფალი.
ქართული სამზარეულო ხომ ბევრი ქვეყნების სამზარეულოს გავლენა არის, მაგრამ “ჩაქაფული” დადგენილია, რომ არსად არ გხვდება მსოფლიოში.
საცივი მაგალითად ჩვენ გვხდება ინდოეთში, მაგრამ ჩაქაფულისნაირი მსოფლიოში არ არის, ეს გამოკვლეული და დადგენილია.
მსოფლიოსთვის დღეს მაინც ყველაზე საამაყო ხაჭაპურია, ახლა იუნესკო ქართულ მხარესთან ერთად იკვლევს ამას, რომ დაგვიდასტურონ ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია არის ქართული,
როგორც ღვინის მომზადების ტრადიცია ქვევრში და იმედია ძალიან მალე ხაჭაპურიც იქნება აღიარებული როგორც ერთადერთი და ქართული”-შეფ-მზარეული, “ბოკუზ დორ საქართველო”-ს პრეზიდენტი მიხეილ ავსაჯანიშვილი.