სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის, უჯარმის, საექიმოს, ისნის, ჭრელაშვილის, მეველეს, მათიაშვილის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.