რუსთავში, #1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინციდენტი მოხდა.
შუახნის ქალმა კონტროლიორ კაცს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს თანამშრომელმა ავტობუსში მყოფ 2 მგზავრს პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე მიუთითია.
სწორედ ამან გააღიზიანა შუახნის ქალი, რის შემდეგაც მან კონტროლიორს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ბეიჯი ჩამოგლიჯა. ფაქტს დაახლოებით 15-მდე ადამიანი შეესწრო
წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა