LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება სარწმუნო არ არის – ბაჩალიაშვილია ოჯახის ადვოკატი

დაპოსტა 2020/08/06-ში
262
ნახვა
გაზიარება

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება სარწმუნო არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საბოლოო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ხვალ გახდება ცნობილი.

„შსს-ს განცხადება არანაირად არ არის სარწმუნო, ხვალ გავაკეთებთ განცხადებას მე და ოჯახის წევრები. ხვალ იქნება საბოლოო პოზიცია და რეალური სურათი, იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე, ხომ არ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული განცხადებით საქმე იმგვარად თითქოს, თამუნა ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ადვოკატი აცხადებს: „რა თქმა უნდა, კი, ხვალ იქნება ამაზე საუბარი“.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

ამასთან შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან ბრალის დადგენილება 63 დემონსტრანტს უზუსტდება

ნოემბერი 13, 2025
20
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 13, 2025
32
მთავარი

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 13, 2025
432
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების...

დაწვრილებითDetails

რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ნოემბერი 13, 2025
24
მთავარი

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს

ნოემბერი 13, 2025
30
მთავარი

გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის სურვილი აქვს - ყოფილი პრემიერი მზადაა  პირადად უპასუხოს გამომძიებლების კითხვებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 13, 2025
98
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს,...

დაწვრილებითDetails

„კაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა”- შსს

ნოემბერი 13, 2025
21
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ნოემბერი 12, 2025
110
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად...

დაწვრილებითDetails

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

ნოემბერი 12, 2025
46
მთავარი

მოსკოვის სასამართლომ რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. „მოსკოვის პროკურატურის სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, 48 წლის ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია იარაღის სამალავი – სუს

ნოემბერი 12, 2025
88
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».