ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ – სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
შსს აღიარებს, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.
შსს-ს განცხადების თანახმად, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს 6986 – 7406
- 18 სექტემბერს 6606 – 6743
- 19 სექტემბერს 6411 – 6782
- 20 სექტემბერს 5603 – 6199
- 21 სექტემბერს 6402 – 6011
- 22 სექტემბერს 6150 – 6050
- 23 სექტემბერს 9307 – 6214
- 24სექტემბერს 9330 – 6249
- 25 სექტემბერს 11 143 – 5519
- 26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.
უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები.
განცხადების მიხედვით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.