LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს – ბიზნეს ასოციაცია

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს – ბიზნეს ასოციაცია

დაპოსტა 2019/09/17-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის, გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს, – ასე ეხმაურება საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ ცვლილებების პაკეტს, რომლთა მომზადება ამჟამად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას.

„წარმოდგენილი ცვლილებების არსებული ვერსია, რომელთა გაცნობის საშუალებაც ბიზნესს ჰქონდა, ბევრ კომპონენტში თავად ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებსა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი ერიდებიან მსგავსი ფორმით დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში შეჭრას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს წინასწარი ეკონომიკური ანალიზისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ისევე, როგორც მსგავსი ანალიზის არარსებობა ხელს უშლის ცვლილებების მოსალოდნელი, მძიმე შედეგების სრულად გააზრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაუშვან გაუაზრებელი და გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შედეგები მძიმედ აისახება არა მხოლოდ ბიზნესისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ბიზნესიშრომაშრომის კოდექსი
გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

“თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?” – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში  ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მთავარი

გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? - თუ ხედავდა,...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება - პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი”- გიორგი გახარია

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფინანსური იღბალი ეწვევათ

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ფულის გამომუშავებისადმი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ბევრს შრომობს და გრძნობს, რომ არ იღებს საკმარის შედეგს. სხვებს მეტი იღბალი აქვთ. როგორც ჩანს, ფული მათკენ მდინარესავით მიედინება. ისინი ადვილად უკავშირდებიან...

დაწვრილებითDetails

“800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს - მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი...

დაწვრილებითDetails

დაავადება, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – სტატისტიკა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი...

დაწვრილებითDetails

დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"