“ვინ არის ასმათ დვალიშვილი,რომელიც ბრალს დებს გოგი წულაიას გაუპატიურების მცდელობაში,ქალი რომელმაც დაიცვა მისი ღირსება და ამხელს მოძალადეს,თუ ქალი რომელიც ყველაფერზე წამსვლელია? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წევრი სულხან ქობულძე აქვეყენს:
“მე დამიკავშირდა ერთ ერთი მამაკაცი(დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს),რომელიც ამტკიცებს,რომ დაახლოებით 1.5 წელიწადი ასმათ დვალიშვილი მისი საყვარელი იყო. ის მზადაა ამხილოს ეს ქალბატონი და ამტკიცებს რომ ასმათი 2014 წლიდან ქუთაისის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაავერბოვკეს და ეს მან თვითონ ასმათ დვალიშვილიდან იცის. თვითონ ამ მამაკაცს დღესაც შრამი ეტყობა ამ ქალბატონის ძალადობიდან და ახსენებს სამხედრო პირს, რომელიც ახდა ასმათ დვალიშვილს და იარაღი მიადო კეფაში. საქმე აღიძრა,მაგრამ მან დაინდო ასმათი იმ დროს და დღეს ნანობს…ეს მამაკაცი უამრავ ისტორიას ყვება ამ ქალბატონზე და ამბობს რომ ის ყველაფერზე წამსვლელია.ის მზადაა შეხვდეს გოგი წულაიას ადვოკატს და მზადაა ამხილოს ეს ქალბატონი.” – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წევრი სულხან ქობულძე.
ცნობისთვის პოლიტიკოს გოგი წულაიას დღეს სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ნაცნობ ქალზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე.