LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

დაპოსტა 2021/02/18-ში
A A
531
ნახვა
გაზიარება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველი „კანონიერი ქურდის“, როლანდ გეგეჭკორის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც კრიმინალურ იერარქიაში მაღალ საფეხურზე ყოფნას, ანუ დანაშაულბრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას გულისხმობს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, გეგეჭკორი იყენებს თავის პოზიციას კრიმინალურ იერარქიაში, ავტორიტეტს და კრიმინალურ გარემოში გავლენას, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზების, წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, ”რის გამოც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

ამჟამად საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ზომები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ვიდეო: როგორ სძალავდნენ ფულს ე.წ კანონიერი ქურდები ბიზნესმენებს ↓

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ როლანდ გეგეჭკორთან დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფება საქართველოშიც დააპატიმრეს, მათ შორის ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს – 61 წლის როინ გეგეჭკორი და 56 წლის კახა ქირია დააპატიმრა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორივე პირს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ როლანდ გეგეჭკორთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შლაპას“ მეტსახელით იცნობენ – როინ გეგეჭკორი „შლაპას“ ძმა, კახა ქირია კი მისი უახლოესი გარემოცვის წევრია.

როგორ სძალავდნენ ფულს ბიზნესმენებს? რა ფარული ჩანაწერი ვრცელდება ამ საქმეზე და რა ვიცით გეგეჭკორების კრიმინალური დინასტიის შესახებ, სადაც ერთი ოჯახის ოთხი წევრი „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობს

„2020 წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ბიზნესმენებსა და მას შორის“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

როლანდ გეგეჭკორი „კანონიერ ქურდად“ 1985 წელს, 27 წლის ასაკში „აკურთხეს“.

აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი კრიმინალური დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. „კანონიერი ქურდები“ იყვნენ მისი ძმა და მამა – რაულ და ნოე გეგეჭკორებიც.

ამჟამად იგივე სტატუსს ფლობს როლანდ გეგეჭკორის ვაჟი, რუსლან გეგეჭკორიც, რომელსაც „შლაპა უმცოროსის“ და „ზიზოს“ მეტსახელებით იცნობენ.

33 წლის „შლაპა უმცროსის“ სახელი ფიგურირებს შსს-ს მიერ მიმდინარე გასული წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააპატიმრეს. მათ კავშირი ჰქონდათ რუსლან გეგეჭკორთან, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმეს უცხოეთიდან, სკაიპის მეშვეობით არჩევდა.

primetime.ge

გაზიარება212

დაკავშირებული -პოსტები

21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, -...

დაწვრილებითDetails

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ. „საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა დაფარული იქნება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალასა და სხვა საპროცესო მოქმედებებში ასეთი პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ....

დაწვრილებითDetails

დაწერილი განცხადებები და შეწყვეტილი კავშირი – სასამართლოში ჟურნალისტებს არ უშვებენ

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
დაწერილი განცხადებები და შეწყვეტილი კავშირი – სასამართლოში ჟურნალისტებს არ უშვებენ
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, ასევე შეზღუდეს ტელეფონებით გადაღება ეზოშიც. ჟურნალისტები სინდისის პატიმრების პროცესის ვიდეოგადაღებას ვერ ახერხებენ. სხდომებზე მედიას მხოლოდ მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში დაუშვებენ. განცხადებები ჟურნალისტებს დაწერილი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.   შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"