LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

დაპოსტა 2021/02/18-ში
A A
623
ნახვა
გაზიარება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველი „კანონიერი ქურდის“, როლანდ გეგეჭკორის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც კრიმინალურ იერარქიაში მაღალ საფეხურზე ყოფნას, ანუ დანაშაულბრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას გულისხმობს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, გეგეჭკორი იყენებს თავის პოზიციას კრიმინალურ იერარქიაში, ავტორიტეტს და კრიმინალურ გარემოში გავლენას, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზების, წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, ”რის გამოც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

ამჟამად საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ზომები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ვიდეო: როგორ სძალავდნენ ფულს ე.წ კანონიერი ქურდები ბიზნესმენებს ↓

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ როლანდ გეგეჭკორთან დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფება საქართველოშიც დააპატიმრეს, მათ შორის ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს – 61 წლის როინ გეგეჭკორი და 56 წლის კახა ქირია დააპატიმრა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორივე პირს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ როლანდ გეგეჭკორთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შლაპას“ მეტსახელით იცნობენ – როინ გეგეჭკორი „შლაპას“ ძმა, კახა ქირია კი მისი უახლოესი გარემოცვის წევრია.

როგორ სძალავდნენ ფულს ბიზნესმენებს? რა ფარული ჩანაწერი ვრცელდება ამ საქმეზე და რა ვიცით გეგეჭკორების კრიმინალური დინასტიის შესახებ, სადაც ერთი ოჯახის ოთხი წევრი „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობს

„2020 წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ბიზნესმენებსა და მას შორის“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

როლანდ გეგეჭკორი „კანონიერ ქურდად“ 1985 წელს, 27 წლის ასაკში „აკურთხეს“.

აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი კრიმინალური დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. „კანონიერი ქურდები“ იყვნენ მისი ძმა და მამა – რაულ და ნოე გეგეჭკორებიც.

ამჟამად იგივე სტატუსს ფლობს როლანდ გეგეჭკორის ვაჟი, რუსლან გეგეჭკორიც, რომელსაც „შლაპა უმცოროსის“ და „ზიზოს“ მეტსახელებით იცნობენ.

33 წლის „შლაპა უმცროსის“ სახელი ფიგურირებს შსს-ს მიერ მიმდინარე გასული წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააპატიმრეს. მათ კავშირი ჰქონდათ რუსლან გეგეჭკორთან, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმეს უცხოეთიდან, სკაიპის მეშვეობით არჩევდა.

primetime.ge

გაზიარება249

დაკავშირებული -პოსტები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 4 არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში ჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა. შეჯახება 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს მოძრაობის...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. „გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,...

დაწვრილებითDetails

4 არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ნანა სანდერმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „13 - თვიანი წამება დასრულდა“. „დასრულდა...

დაწვრილებითDetails

ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო...

დაწვრილებითDetails

თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"