LIVE TV
შაბათი, თებერვალი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შიში და პანიკა შესაძლოა ანტისახელისუფლებო გამოსვლებში და მასობრივ არეულობებში გადაიზარდოს – დავით კუხალაშვილი

დაპოსტა 2020/03/21-ში
675
ნახვა
გაზიარება

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობა არსებული რისკები და საფრთხეებია. ქვეყანა დღითი დღე ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ”მეგა ტვ” დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს არსებულ ვითარებას ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი ისტორიის დოქტორი დავით კუხალაშვილი.

როგორ შეაფასებთ დღევანდელ სიტუაციას, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა?

ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ინარჩუნებს წონასწორობას და სახელმწიფოებრივ მიდგომებს, მაინც საგანგაშოა, საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომლებიც ვერ ან არ გააცნობიერა და დღეის მდგომარეობითაც ვერ/ან არ აცნობიერებს მსოფლიოში და საკუთარ სახელმწიფოში შექმნილ ვითარებას კორონავირუსის (COVID-19) ეპიდააფეთქებისა და შემდგომ მის პანდემიად გამოცხადების არსს.
საგანგაშოდ და სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებაზე დამაზიანებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, დესტრუქციით გამორჩეული პოლიტიკური პარტიების, კერძო პირებისა და მასმედიის სშუალებების მხრიდან დეზინფორმაციების გავრცელების მცდელობები, მათ შორის სახელმწიფოს რელიგიური უსაფრთხოების კუთხით.
საგანგაშოა ბიზნესის დამოკიდებულება მსოფლიოში და სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში, დაუსაბუთებელ ფასთა ზრდასთან მიმართებაში.

რა ტიპის საფრთხე შეიძლება გაჩნდეს ქვეყნისთვის, ამ ვითარებიდან გამომდინარე?

პრაქტიკულად საზოგადოების „დაუმორჩილებელი“ ნაწილი აღნიშნული ვირუსის გეომეტრიული პროგრესიით გავრცობის ხელსაყრელ პირობას ქმნის, რაც პროცესის სწორად ვერ მართვის შემთხვევაში სახელმწიფოს შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი, ინტელექტუალური ძალის მასშტაბური შემცირების და ამ პროცესებზე თანმდევი სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე დამაზიანებელი სხვა პროცესების მაინსპირირებელი გარემოება შეიძლება გახდეს. გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს ღია წყაროებში და სპეციალისტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები მასზედ რომ, ვირუსს განკურნებული ადამიანის მეორედ დასნებოვნების შესაძლებლობა ახასიათებს.
დეზინფორმაცია მოსახლეობაზე დამთრგუნველი ზემოქმედების გარდა ანარქიისაკენ მიდრეკილი ქმედებების მაპროვოცირებელ ნიშნებს შეიცავს.
ფასთა ზრდა, დესტრუქციულ პროპაგანდასთან ერთად მოსახლეობის ისეთი ქმედებების პროვოცირებასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა შიშისა და პანიკის საფუძველზე ყველა სახის საკვები პროდუქტების არასაჭირო რაოდენობით შესყიდვა და დეფიციტის შექმნა, რაც საბოლოო ჯამში ანტისახელისუფლებო გამოსვლებში და მასობრივ არეულობებში შეიძლება გადაიზარდოს.

თქვენი ცენტრის მიერ მსგავსი ტიპის საფრთხეებზე გქონდათ თუ არა აქცენტები. როგორია თავდაცვითი ქმედებები, რომელიც აუცილებელია გავითვალისწინოთ შექმნილ სიტუაციაში.

ჩვენი ცენტრის მიერ მასმედიის საშუალებებში არაერთი განცხადებაა ფიქსირებული მსოფლიოსა და საქართველოში არსებული საფრთხეების ირგვლივ. თუ გავითვალისწინებთ ცენტრის საქმიანობის პროფილს, ჩვენს მიერ ვითარება ფასდება სადაზვერვო ქმედებათა ჭრილში და ჩვენ მიერ უზრუნველყოფილ ტრენინგებზე დღევანდელ ვითარებასთან არსებულ ვითარების შესაბამის ისტორიულ მოვლენებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ჩვენი ცენტრის წევრების ისტორიის დოქტორის დავით კუხალაშვილის, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის მზევინარ გურული-კუხალაშვილის, სოფლის მეურნეობის დოქტორის თამარ ბრეგაძის მიერ გამოცემულია მონოგრაფია: ტერორიზმის როლი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელშიაც განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ინფექციური დაავადებების დინამიკის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ორგანიზაცია, აგროტერორიზმი, როგორც სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებები, მწერების როლი ეკოლოგიურ წონასწორობასა და სადაზვერვო საქმიანობაში, აგრეთვე სხვა საკითხები. ამავე მონოგრაფიაში მოყვანილია განხილულ მიმართულებებზე სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის აგენტურულ-ოპერატიული მიზნების ზოგადი კლასიფიკატორი. აღნიშნული მონოგრაფია განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს ჟურნალისტებსა და დღეის მდგომარეობით შექმნილი ურთულესი მდგომარეობის, ანალოგიური ვითარების შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, საზოგადოებას, როცა მსოფლიო კორონავირუსს (COVID-19) დაამარცხებს, რათა გამოირიცხოს ან გამოვლინდეს ამ ვირუსის მიზანმიმართულ გავრცება, ან გამოიკვეთოს გავრცელების ხელშემწობი პირობები.

თქვენი რჩევა ან მთავარი საკითხი რაზეც გინდათ გაამახვილოთ ყურადღება – მთავარი გზავნილი.

დღევანდელ ვითარებაში საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული მორჩილება ხელისუფლებისადმი, რადგან სწორედ ამ სექტორში არის განთავსებული მნიშვნელოვანი, მათ შორის ანალიტიკური მონაცემები იმ რისკების, საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დგას.
აუცილებელია შეიქმნას საინფორმაციო ბაზა იმ პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რადგან ისინი ყოველთვის მოწყვლადნი არიან, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესის გამტარებლები. ამ მიმართულებით საკითხი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ აქტიური საბრძოლო ვითარებების მიუხედავად დამოუკიდებელი საქართველო ორ ათეულ წელზე მეტია იმყოფება უმძიმესი სადაზვერვო ზეგავლენისა ქვეშ და საომარ ვითარებაში.
მინდა მშვიდობა და გამარჯვება გისურვოთ თქვენ, ვუსურვო საქართველოსა და მსოფლიოს ხალხებს კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლაში.
მიტევება,მორჩილება, თანაგრძნობა და განსაკუთრებით სახელმწიფოებრივი აზროვნება, პროფესიონალიზმზე აქცენტის გაკეთება, ეს არის მნიშვნელოვანი საშუალებები საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ავტორი: თინათინ კიკაბიძე

გაზიარება387

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
25
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
11
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
738
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
59
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».