შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში 1984 წელს დაბადებული ო.ი. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, ო.ი. 1984 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს და 1989 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
ასევე, დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი”, – წერია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.