LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/04/16-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 15 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაზე წრის შემორტყმის საშუალება “წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით” არ მისცა.

უწყების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.

15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.

შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება.

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.

აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.

სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ოზურგეთის კლინიკა „მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ოზურგეთის კლინიკა „მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. კლინიკის დირექტორის ცნობით, გარდაიცვალა  ენდოკრინოლოგის, ღვაწლმოსილი ექიმი რუსუდან ურუშაძე. „სამწუხარო დღეა ოზურგეთის კლინიკა „მედალფასთვის“. კლინიკის თანამშრომლები დიდ გულისტკივილს გამოხატავენ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის, ღვაწლმოსილი ექიმის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ა.ჰ;...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლიდან ძებნილი პირი ზუგდიდში დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ...

დაწვრილებითDetails

ორსულ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ასევე მასთან ძალადობით სქესობრივი კავშირი დაამყარა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სულიერი სიმშვიდით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად. კურო გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით უყურეთ მიმდინარე მოვლენებს. ტყუპები პირად საქმეებსა...

დაწვრილებითDetails

“მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები”

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
მთავარი

241 326 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 241...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 566 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.74%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"