“მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც არიან პრორუსული განწყობის , მაგრამ თავიანთ შვილებს ევროპაში უშვებენ. წამოტკივდებათ კბილი, თავი, ხელი ევროპაში გარბიან და ყველა სიკეთე უნდა იქედან. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს შენ წარმოიდგინე -ამან საერთოდ გამაგიჟა , ემიგრანტების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ გზას, მაგრამ აღმოჩნდნენ ევროპაშიც თუნდაც ადამიანები რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ევროპაში წასულიყვნენ , მოქალაქეობა მიეღოთ რომელიმე ქვეყნის , იქ დამკვიდრებულიყვნენ და იქედან გვიკითხავენ მორალს რა ცუდია ევროპა და რა კარგი ხელისუფლება გვყავს რომელიც რუსეთისკენ იხედება. შე ოჯახ აშენებულო, თუ ევროპა ცუდია , რას გარბიხარ მაშინ და რას იღწვი მისი მოქალაქე გახდე, რატომ იტან ამ სიცუდეს, ჩამოდი და იტანჯე ჩვენთან ერთად”-ხვიჩა ვაშაყმაძე
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.