“მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირუსი ღამურიდან გადავიდა ადამიანზე, ამის საბუთები მქონდა. პრინციპში, ამაში სიმართლე არის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაში ჩინელების ბრალეულობა მტკიცდება და ერთ მშვენიერ დღეს მათ ამისთვის მოუწევთ მწარე ფასის გადახდა”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.
“ფაქტი არის, რომ ეს ვირუსი ცდების შედეგად, გამოვიდა ვუჰანის ლაბორატორიაში დაინფიცირებული ადამიანების მიერ, ერთ თანამშრომელის ცოლიც გარდაიცვალა, სამი თანამშრომელი იყო ავად, ისიც დამტკიცდა, რომ ეს თანამშრომლები ბაზარშიც იყვნენ.
ეს ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ცდების შედეგად ორი ნატურალური ვირუსის შეჯვარების შედეგად გაჩნდა”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ფხაკაძე და მიუთითებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ვერსია სხვადასხვა სანდო ღია წყაროებს ეყრდნობა.