საპატრიარქოში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასულიერო პირები პატრიარქს ხვდებიან, სადაც გადაწყდება როდის და როგორ დაკრძალავენ მეუფე ლაზარეს .
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დღეს 20 ნოემბერს , დილით გარდაიცვალა.
მეუფეს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.
“სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.