LIVE TV
კვირა, ოქტომბერი 1, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს – განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

დაპოსტა 2020/03/25-ში
გაზიარება

განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოხატონ უიმედობა.

„სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან – გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა – გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც.

ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა – მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა.

გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი – გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი – საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები.

გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით – მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს. ჩაერთეთ მთელი ოჯახი – სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype-ის მისამართია: pscenter, – ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში პარლამენტი არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები – ლევან ხაბეიშვილი

ოქტომბერი 1, 2023
80
მთავარი

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ სოციალურ-ეკონომიკურ...

დაწვრილებით

გორში 1 კვირაა 60 წლის მამაკაცს ეძებენ

ოქტომბერი 1, 2023
116
მთავარი

გორში, 1 კვირაა 60 წლის არჩილ კაბულაშვილს ეძებენ. ახლობლების ცნობით, კაცი 23 სექტემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.  დაკარგული პირი მოხუცებულ დედასთან ერთად, გორის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. ქალი შშმ...

დაწვრილებით

საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველს ეძებენ

ოქტომბერი 1, 2023
149
მთავარი

საბერძნეთში, სანტორინიზე 25 წლის ოთო ქასოშვილს ეძებენ. ახალგაზრდა ოჯახს 22 დღეა, არ შეხმიანებია. „დედა ეძებს 25 წლის შვილს, ოთო ქასოშვილს, რომელიც ცხოვრობს სანტორინიზე ... 22-ე დღე არის, არ გამოჩენილა. არავინ...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ოქტომბერი 1, 2023
239
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებით

როდის და რამდენით იზრდება პენსია

ოქტომბერი 1, 2023
2.2k
მთავარი

მომავალი წლიდან გაიზრდება პენსია - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა...

დაწვრილებით

ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

ოქტომბერი 1, 2023
1.3k
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე დაასახელა ის სფეროები, სადაც დასაქმებულებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. „ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის...

დაწვრილებით

მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე-ლაზარეს წერილი ციხიდან

სექტემბერი 30, 2023
175
მთავარი

"მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქ -ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე წარმოშობდა სხვადასხვა პრობლემებს. ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად...

დაწვრილებით

მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სექტემბერი 30, 2023
189
მთავარი

მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, აღნიშნულმა პირები უკვე სომხეთში იმყოფებიან და საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება მათ თავშესაფრით უზრუნველყოფს. მისივე ინფორმაციით, ბოლო...

დაწვრილებით

პარლამენტთან საწვავის გაძვირება გააპროტესტეს

სექტემბერი 30, 2023
130
მთავარი

გაძვირებული საწვავის გამო, პარლამენტთან  მოქალაქეები იკრიბებიან. მთავრობის დაპირების საპირისპიროდ, საწვავის ფასი კლების ნაცვლად ძვირდება.  ბოლო ერთ კვირაში  ფასებმა საშუალოდ 10-20 თეთრით მოიმატა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძვირდება,...

დაწვრილებით

ავარია ახალციხეში

სექტემბერი 30, 2023
238
მთავარი

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა. „პორშეს“ მარკის ავტომობილი საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა და ბოძს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში ორი პირი იჯდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

როდიდან ეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი

ოქტომბერი 4, 2021
137
ვიდეო

“ოთხშაბათიდან დაგეგმილია მასწავლებელების ტესტირება კოვიდზე”-ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებისთვის ემზადებიან

თებერვალი 9, 2021
39
მთავარი

იმერეთის მთებში ჩამალული ოქროს ჩანჩქერი (+ფოტო)

იანვარი 29, 2020
1.6k





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!