LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ხმა მომცენ”-ამერიკული ნიჭიერის ქართველი ფინალისტი

,,შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ხმა მომცენ”-ამერიკული ნიჭიერის ქართველი ფინალისტი

დაპოსტა 2021/12/13-ში
A A
157
ნახვა
გაზიარება
2 დეკემბერი 2021

+A
−A
"განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე და არა ჩემს ქვეყანაზე..."

“განსხვავებული ბავშვი არ არსებობს, უბრალოდ ზოგს გაუმართლა, ზოგს – არა”

ალექსანდრე ზაზარაშვილი – ბიჭი, რომელიც ძალიან უყვართ და ბევრი ბავშვისთვის სტიმულია, კიდევ ერთ დიდ წარმატებას აღწევს ამერიკაში. როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს სახელით გამოდის. „სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, ღმერთს დახმარებას ვთხოვ და ასეც ხდება, მის წყალობას ყოველთვის ვგრძნობ“, – მითხრა ალექსანდრემ და თავის ამერიკულ ოცნებებსა და რთულ გზაზე გვესაუბრა.

– გაიხსენე პირველი ემოცია, როდესაც ამერიკაში ჩახვედი…

– საოცარი განცდა დამეუფლა. იმდენად მომეწონა ამერიკა, რომ მიზნად დავისახე, აქ გამეგრძელებინა მუსიკალური კარიერა. მართალია, ამ მიზნისთვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ შედეგმაც არ დააყოვნა. როდესაც მეორედ ჩამოვედი ამერიკაში, უკვე პანდემია იყო და აქ დარჩენა მომიხდა.

– ალექსანდრე, მახსოვს, ცოტა განაწყენებულიც იყავი იმის გამო, რომ საქართველოში შენი ნიჭი დაუფასებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყველა კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილეობ.

– დიახ, ასე იყო, განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ ნაწყენი გახლდით კონკრეტულ ადამიანებზე და არა ჩემს ქვეყანაზე. ყველა კონკურსზე გამოვდივარ საქართველოს სახელით და ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა ყველას გავაცნო.

zazarashvili-1639324874.jpg

– როგორ ფიქრობ, საქართველოში რომ დარჩენილიყავი, იქნებოდი ის, ვინც ხარ?

– არ ვიცი, თუმცა მინდა, საქართველოში დასრულდეს ვინმეს შვილობა, მეგობრობა და სხვადასხვა სტატუსით ადამიანების ნიჭის აღიარება. მინდა, მხოლოდ ნიჭი იმარჯვებდეს ყველგან და არა სხვა ფასეულობები.

– ხშირად მონაწილეობ საქველმოქმედო ღონისძიებებში, სტუმრობ ბავშვთა სახლებსაც…

– ალბათ იცით, რომ ჩემი თხოვნით, ჩემმა ოჯახმა აიყვანა 4 ბავშვი და ისინი დღემდე ჩვენთან იზრდებიან. ამით მათ სხვა, უკეთესი მომავალი შევთავაზეთ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ხშირად “ჟურნალისტობანას“ ვთამაშობდით ხოლმე. ერთხელ მათთან ჩავწერე ინტერვიუ და ისეთი რაღაცები მიამბეს თავიანთ ცხოვრებაზე, მას შემდეგ ყოველთვის მაქვს სურვილი, როგორც შევძლებ, ისე დავეხმარო სხვებსაც. განსხვავებული ბავშვი არ არსებობს, ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, თუმცა ეს არ ცვლის მათ უფლებებს და არც იმას, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. ყოველთვის ვცდილობ და შეძლებისდაგვარად შევეცდები, რომ ყველა ბავშვს თუნდაც ერთი დღე გავულამაზო, ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.

zazara-4-1639324754.jpg

– მაშინ, როდესაც მშობლებს სთხოვე ბავშვის აყვანა, ძალიან პატარა იყავი. რა გახდა ამის მიზეზი. არ ფიქრობდი, რომ ისინი მშობლების ყურადღებასა და სიყვარულს “მოგპარავდნენ”?

– ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, იქ ერთი პატარა ბიჭი იზრდებოდა, მამაოებს ჰყავდათ მიბარებული, ხშირად მიმქონდა მისთვის საჩუქრები და ერთხელ ვკითხე, რა უნდოდა საახალწლოდ? მითხრა, რომ მეც კი ვერ შევუსრულებდი იმას, რაც სურდა. თავი არ დავანებე, სანამ არ გავარკვიე, ასეთი რა უნდოდა. მითხრა, ის მინდა, რაც შენ გაქვს – თბილი ოჯახური გარემო. მინდა ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდეო. ძალიან განვიცადე მისი სიტყვები და სახლში რომ დავბრუნდი, დედას ვუამბე. რადგან ეკლესიიდან მისი წამოყვანა არ შეგვეძლო, დედამ სოციალურ სამსახურში შეიტანა განაცხადი ბავშვის აყვანაზე, მალე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ოთხი ბავშვი გამოჩნდა. მათი დაშორებაც იყო შესაძლებელი და შეგვეძლო, ერთ-ერთი მათგანი წამოგვეყვანა. დედამ უარი უთხრა, ამით ბავშვებს კი არ დავეხმარებით, პირიქით, მათთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება, თუ ერთმანეთს დაშორდებიანო. მე ვთხოვე, წავსულიყავით მათ გასაცნობად და საჩუქრები მაინც მიგვეტანა. რომ ვნახეთ, იმდენად შეგვიყვარდა და მოგვეწონა ოთხივე, წამოვიყვანეთ. არასდროს მქონია ეგოისტური გრძნობა, ყოველთვის ჩემს და-ძმებად ვთვლი მათ და ჩემი დისგან არასოდეს ვასხვავებ. მე ისინი ისევე მიყვარს, როგორც ჩემი და და მინდა, ყველა ბავშვს მიეცეს უკეთესი მომავლის შანსი.

zazara-2-1639324276.jpg

– ახლა შენს წარმატებებზე ვისაუბროთ. ამერიკულ „ნიჭიერში“ საკონკურსო ტურიდან ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადახვედი, ეს იყო პირველი კონკურსი ხმის მუტაციის შემდეგ.

– დიახ, ასეა და ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა და ბოლოს გადავწყვიტე ბედი მეცადა. საოცარი შეგრძნება გახლდათ, როდესაც ოქროს ღილაკის მფლობელი გავხდი. გამიჭირდება იმ გრძნობების გადმოცემა. როდესაც დავასრულე სიმღერა და გამოვედი, მამა უკვე დედას ესაუბრებოდა და ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე (იცინის). სწორედ დედაა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მთელი ჩემი ოჯახი, ყოველთვის მაქვს მათი უდიდესი მხარდაჭერა.

zazara-3-1639324220.jpg

– ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი შენს წარმატებაში?

– ჩემს ოჯახს და შემდეგ უამრავ ადამიანს – ნანა სამხარაძეს, გორის მუსიკალური სკოლიდან, დავით ღვინიანიძეს, ანა ბოჭორიშვილს, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება.

– სიმღერას, რომელიც „ნიჭიერის“ სცენაზე შეასრულე, ჰქვია „მარტოხელა“. რატომ შეარჩიე ეს სიმღერა?

– ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში, ხშირად ვუსმენდი და თითქოს ჩემს თავს ვხედავდი.

– როგორც ვიცი, ახლა გჭირდება ჩვენი, მაყურებლის მხარდაჭერა. ყველა ქართველი უნდა გავერთიანდეთ და ფინალში მხარი დაგიჭიროთ. როგორ უნდა შეძლონ ეს?

– ყველას მინდა ვთხოვო მხარდაჭერა. 18 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ხმა მომცენ. უნდა გაააქტიურონ აპლიკაცია Vote Frenzy, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ჩემს მხარდაჭერას. მადლობა ყველას წინასწარ. უამრავი ქართველი მწერს და მილოცავს, ყოველთვის ვგრძნობ მათ სიყვარულს.

zazarashvilii.jpg

– რა ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?

– ჩემი ოჯახი, მათთან განშორება ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამბობენ, ხშირად რაც გესიზმრება, ის ძალიან გენატრება და გინდაო. მე ხშირად ჩემი სოფლის გზები მესიზმრება. აი, ის ქუჩებიც კი, სადაც ძალიან იშვიათად დავდიოდი.

– შენს უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვი? ხომ არ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?

– ჟიურის წევრმა გადამიღო ვიდეო და ერთ-ერთი ცნობილი, დიდი კომპანიისგან ველოდები შემოთავაზებას. ჯერ მნიშვნელოვანი „ნიჭიერის“ ფინალია. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ჯერჯერობით ეს არ განიხილება, წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.

– როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად – ნიჭი თუ იღბალი?

– ორივე ერთად, ერთი მეორეს გარეშე ვერაფრის მომცემი ვერ იქნება. ძალიან ბევრს ვშრომობ და ვიდრე მიზანს არ მივაღწევ, არ ვჩერდები, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ღმერთის წყალობასაც ყოველთვის ვგრძნობ და ვფიქრობ, იღბალიც არ მაკლია.

ფიქრია რობაქიძე

ჟურნალი “გზა”

გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ავარიას ახალგაზრდა ბიჭი, ბექა თუთისანი ემსხვერპლა. ბექას ახლობლები სამძიმრის პოსტებს სოციალურ ქსელში წერენ : "ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლის მოცემა,არც კი დავფიქრდებოდი ისე დაგაბრუნებდი შენს სახლში ბექა...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა – RAF-ის ოფიციალური განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

ორგანიზაცია RAF-მა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა. „მოხარული...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში რიგითი წევრი იყო ” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ...

დაწვრილებითDetails

” ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება” – სოსო ბარათაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს? – ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა
მთავარი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. ის ცოტა ხნის...

დაწვრილებითDetails

” ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ის რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომები და ცალკეული შემთხვევები იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა - ზუსტად იმავეს, ერთ-ერთში “ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, - ამ განცხადებით...

დაწვრილებითDetails

“ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს” – ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს
მთავარი

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში, 70 წლამდე მასწავლებელი მამაკაცი, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. 70 წლამდე მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

შვილმა დედა დაჭრა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"