ხელფასები შესაძლოა, თვეში ორჯერ გაიცეს, ამსაკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.
საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ, კერძოდ, ორ კვირაში ერთხელ აიღონ.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.