LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შესაძლოა, თანხა ვერ გადავრიცხოთ ან დამატებითი საბუთები დაგვჭირდეს – გიორგი კეპულაძე

დაპოსტა 2024/05/15-ში
16
ნახვა
გაზიარება

„აშშ წინასწარ არ აანონსებს, იქნება თუ არა სანქციები ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა სანქციებს წინასწარ არ აანონსებს, გუშინ ჯინ ობრაიენმა განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვალა ეს კანონი, ან დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს „ქართული ოცნება“, მაშინ სანქციები იქნება“. პირველ რიგში, საუბარია ფინანსურ სანქციებზე.

„რას ნიშნავს ფინანსური სანქციები? დღეს ყველაზე მძლავრი იარაღი რაც აქვს დასავლეთს, აშშ-ს და ევროკავშირსაც, ეს არის ფინანსები. ისინი მსოფლიო ფინანსური ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. შესაბამისად, თუ დაუწესებენ ფინანსურ სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეს, მათ შეექმნებათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები, მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ძალიან ბევრი ბიზნესმენი და აქვს ფასიანი ქაღალდები დასავლეთში, ეს აქვთ ამ ადამიანებს დასაკარგი“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდება, საქართველოს რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახება. გარდა ამისა, საბანკო და საფინანსო სექტორს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია, მოუწევთ დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციებს.

„შეილახება მნიშვნელოვნად საქართველოს რეპუტაცია. მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ან დამატებითი პრობლემები წარმოიქმნება. ქვეყანაში შემცირდება სავალუტო ნაკადები, რაც თავისთავად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას და ვხედავთ, რომ ბოლო 2 დღეა უკვე ნელ-ნელა დაიწყო ლარმა გაუფასურება, რაც გამოწვეული არ არის მაკროეკონომიკური ფაქტორებით, გამოწვეულია უფრო იმ რისკებით, რაც გაჩნდა და დაინახეს ბაზრის მონაწილეებმა.

ამასთანავე, საბანკო სექტორს მოუწევს დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს, რადგან ქართული ბანკები არიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი. მათ აქვთ არჩევანი, დაემორჩილონ ეროვნული ბანკის სექტემბრის ბრძანებას ფარცხალაძის გადასარჩენად რომ მიიღო და ჩაეხსნან საერთაშორისო საფინანსო სისტემას ან დარჩნენ სისტემის ნაწილად და შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულად გადაწყვეტენ ქართული ბანკები ამას ისე, რომ დარჩნენ სანქციების რეჟიმში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მეორად სანქციებს საბანკო სექტორის მიმართ და შემდეგ უკვე საბანკო სისტემის ჩამოშლას“, – განმარტა კეპულაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ჩახსნა, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი ხსნის, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სარგებლობს უცხოეთიდან ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვით. საქართველოში არსებული ბანკები გერმანულ და ამერიკულ შუამავალ ბანკებს იყენებენ ევროსა და დოლარის გადასარიცხად, სანქციების შემდეგ საფინანსო სისტემებისგან ჩახსნა გამოიწვევს იმას, რომ მოქალაქეები თანხის გადარიცხვას ან ვერ შეძლებენ, ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევს.

„ქართული ბანკები ევროში გადარიცხვებს აწარმოებენ შუამავალი გერმანული ბანკის დახმარებით, ხოლო დოლარში ამერიკული ბანკის საშუალებით. თუ ბანკები ჩაიხსნებიან და პრობლემა გახდება ამ ბანკებისთვის გადარიცხა აღმოჩნდება ისე, რომ შესაძლოა, თანხა ვერ გადავრიცხოთ ან დამატებითი საბუთები დაგვჭირდეს, მით უმეტეს, ბიზნესისთვის ეს არის სასიკვდილო დარტყმა იმიტომ, რომ ბევრი ქართულ ბიზნეს ექსპორტ-იმპორტი აქვს, მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში და მათ ეს ძალიან გაურთულდებათ.

მთავარი მოქალაქისთვის არის ის, რომ თუ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაც პრობლემა შეექმნა მათ ფულს სანქციების გამო, რომელიც უდევთ ბანკში, სანქციების არ შესრულებას მოჰყვება ის, რომ ბევრი ადამიანი მიადგება ბანკს, რომ მოსთხოვონ მათ საკუთარი ფული. ამას ვერც ერთი ქვეყნის საბანკო სისტემა ვერ გადაიტანს. მე მგონი, ეროვნული ბანკიც კარგად ხვდება რა საფრთხის შემცველია ეს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, გუშინ, 14 მაისს მესამო მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

 

bpn.ge

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
68
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
40
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
104
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
42
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
20
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
18
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

ფინანსური ტრიუმფი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
26
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი თამამი გადაწყვეტილებების, სწრაფი კარიერული წინსვლისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების ეტაპია. 2026 წლის ენერგია დაეხმარება მათ, ვისაც რისკისა და მკაფიო მოქმედებების არ ეშინია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
185
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
49
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
46
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».