მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკა საკუთარი ნახატის დაწვით გააპროტესტა:
“ეს ნამუშევარი “ბაბილონის დასასრული” ბოლო ნახატი იყო გამოფენიდან “აღმოსავლური მოტივები”, რომლის კურატორიც ლიკა მამაცაშვილი გახლდათ რვა წლის წინ (ჩემი პირველი სოლო გამოფენა) . ბევრს არ ვისაუბრებ რამხელა წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლიკას გარემოსა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქართული კულტურის სიცოცხლისუნარიანობასა და პოპულარიზაციაში, რამხელაა მისი თანადგომა ნებისმიერი ასაკის ხელოვანისადმი.
ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ერთი დამსახურებული პიროვნების მიმართ დანაშაულს, არამედ ის მიმართულია კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, კულტურისა და ხელოვნების შეურაცხმყოფლის, ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ, იმ მანქანის მიმართ, რომელსაც ზემოხსენებული ადამიანი და მისი გარემოცვა ქმნის კულტურის ყველა სფეროში. იმის მაგივრად, რომ ქართული შემოქმედებითი სივრცე გახდეს მსოფლიო თანამედროვე კულტურის თანამდევი, რელევანტური და ძიებადი, ის უკან, შეზღუდული და პროპაგანდისტული საბჭოური მსოფლმხედველობისკენ მიიწევს, სადაც ხელოვანის დამკვეთი სისტემა და “სახელმწიფოა”, ხოლო შემოქმდება დაცლილია ყოველგვარი სულიერებისგან.
დროში გადაფასდება ყველა ქმედება, თუმცა ეს ის დროა, რომელიც დღეს განსაკუთრებით სწრაფად გადის, რომლის უკუათვლაც შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს… ქართველებს, კი სახეზე გვაქვს, რომ გადაფასებაც შეიძლება დაგვიანდეს და ისიც შესაძლებელია, რომ გადასაფასებელიც აღარაფერი დარჩეს”-წერს ის ფეისბუ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო...
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით,...
უმძიმესი ავარია მოხდა გარდაბანში, კერძოდ სოფელ ბირლიკში, დღეს დილით BMW - ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად...
13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქალაქ ონისა და რამდენიმე სოფლის ქუჩები, დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა და წყლის გამტარი არხები. ქვა-ღორღის...
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...
2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...
თბილისის ზღვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა. ახალგაზრდა თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა. წყარო: პრაიმტაიმი