გაბრიაძისეული „ცათმფრენის“ გადაფრენა – გუშინ საღამოს ქუთაისში თეთრი ხიდიდად შეგეძლოთ გენახათ. ასე მიაგეს პატივი ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორის რეზო გაბრიაძეს, რომლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
“ჰაერის ერთი მოძრაობა“ – ასეთი იყო იმ ღონისძიების სახელი, რომელიც რეზო გაბრიაძეს მიეძღვნა. თეთრ ხიდზე პერფორმანსის შემდეგ გამოჩენილი ქართული ფილმის, „შერეკილების“ ცათმფრენის რეკვიზიტის ანალოგი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ააგო. ღონისძიების რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა.
საღამოს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო წმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე დაესწრნენ. ღონისძიება ქუთაისის მერის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.