გადასვლა შინაარსზე
ახლახან
ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყოცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყო
ორშაბათი, 30 ნოემბერი
12+
გაზიარება
მთავარი

შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ – ამირან გამყრელიძე

მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდმდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

“მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, მხედველობაში მაქვს, ეპიდსიტუაცია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ან სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს მეტი მზადყოფნა. კერძოდ, პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ზოგადად, ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია. თავი უნდა ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

რას ფიქრობ ამ ამბავზე?

შემდეგი სტატიაექსტრადაცია გერმანიიდან – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გადმოსცემენ