შემოსავლების სამსახურის ცნობით 2021 წლის 25 სექტემბრიდან განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში მომსახურებას მომხმარებელი შეღავათებით მიიღებს.
განცხადებების ჩამონათვალი, რომლის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან:
- საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
- საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
- გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენის შესახებ;
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
- ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა;
- გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში);
- ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია.
საფასურები განახევრდება, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში შემდეგ განცხადებებზე:
- საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის გაფორმების შესახებ;
- შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია სტაციონალური ობიექტებისათვის-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის;
- მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.
- საფასურის გადახდის ახალი პირობით სარგებლობა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.