ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. მოსახლეობის 62 პროცენტის თქმით კი ძირითადი შემოსავალი კომუნალურ ხარჯებში მიდის. ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს. მეგატივი დაინტერესდა რაში ხარჯავენ ყველაზე მეტად მოქალაქეები ფულს ქუთაისში.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, ცდომილება +/- 2-3 პროცენტს შეადგენს . „ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება .