სქემარქიმანდრიტი სერაფიმე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის კაბის გარეშე გერმანული ჯიშის ნაგაზსს წრთვნის. ვიდეოს ახლავს ტექსტი, სადაც სასულიერო პირი წერს:
„სამუშაო პროცესი. შემინდეთ კაბის გარეშე რომ ვიღებთ . ძაან საინტერესოა კარანთან მუშაობა ძააან.“ – წერს მამა სერაფიმე.
შეგახსენებთ, მამა სერაფიმე საკმაოდ მძიმე დაავადებას ებრძვის. მან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვა, რომ საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროება აქვს, რომელიც ზოგჯერ გუდავს.