გასულ წელს, ქუთაისში აქტივისტები პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებდნენ, ,,ბაგრატის ტაძრის” მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არქეოლოგიურად ჯერ ისევ შესწავლის საგანია, არ გასხვისებულიყო. როგორც ჩანს არგუმენტები, რომელიც ამ თხოვნა-მოთხოვნას ამყარებდა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ტიპის ინვესტიცია და ეკონომიკური სვლები მიუღებელია ეკონომიკის ექსპრტის დემურ გიორხელიძისათვის და იგი აღშფოთებას საჯაროდ გამოხატავს :
,,გაიყიდა ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი, –
ტაძრის უშუალო მიმდებარე ტერიტორია,
რომელზეც სასტუმრო აშენდება?!
ცენტრალურ მოედანზე – “მაკდონალდსი”
ცენტრალურ მოედანზე – მახინჯი შადრევანი,
და, ახლა
ბაგრატის ტაძრის გვერდით სასტუმრო და
სხვა იერი და სახე ქალაქს?!
სად არის ბედნიერი და ცხოვრებით აღფრთოვანებული
ჩემი თანაქალაქელების ხმა, ცხადია, თუ ისინი კიდევ შემორჩენ სადმე აქა-იქ.
p.s.
ისე, ის ნანგრევები (ბაგრატის) რა საჭიროა, ჰა?!
ხომ არ მოანგრევდით და მის ნაცვლად ერთი კაი დიდი ბორდელის მშენებლობის ნებართვას გასცემდით, ჰა?! ” -წერს სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე.
მოგეხსენებათ, დემურ გიორხელიძე ყოფილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ეკონომიკის ექსპერტი და ქვეყნის გულშემატკივარია.