,,დღეს დილიდან გული სიხარულით და სიამაყით მქონდა სავსე, როდესაც ვუყურებდი პრეზიდენტი ბაიდენის ინოგურაციას. დამთავრდა სამარცხვინო ოთხი წელი! ამერიკის დემოკრატიამ გაიმარჯვა! იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება შესძლებს აღადგინოს ის დანაკარგი რაც ქვეყანამ განიცადა ამ ხნის განმავლობაში.
მთელი ინოგურაციის ცერემონიის განმავლობაში, ყველაზე მეტად მახარებდა ის, რომ ერთმანეთის გვერდით იდგნენ ყოფილი პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტები, ყოფილი მეტოქეები, რომლებიც დღეს იყვნენ არა რესპუბლიკელები ან დემოკრატები, არამედ ამერიკელები. ისინი ერთად ზეიმობდნენ ამერიკის გადარჩენას, ამერიკის იმედიან მომავალს.
შეიძლება ასეთი რამ როდისმე საქართველოში მოხდეს? ძალიან, ძალიან ვინატრებდი, მაგრამ მე ამას უკვე ალბათ ვეღარ მოვესწრები. ვუსურვებ საქართველოს მალე დასდგომოდეს ასეთი დღე.”-წერს ამერიკელი ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია