LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შეიცვლება თუ არა პურის ფასი

შეიცვლება თუ არა პურის ფასი

დაპოსტა 2021/02/09-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

არაინფორმირებულობის გამო, პურის მწარმოებელთა ნაწილმა გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განცხადა.

„ზოგადად, ენერგომატარებლები ძალიან მძიმედ აწვება საწარმოებს. დაახლოებით, ეს არის 25 პროცენტამდე პურპროდუქტებში. ეს საბოლოოდ ფოკუსირდება ფასწარმოქმნაში პროდუქციის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

12 იანვარს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რათა ნაწილობრივ დასუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის. იცით, რომ 11 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგიის საფასური და დაახლოებით ხუთთეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ პურის მწარმოებლებს, რომ არ გაეძვირებინათ პროდუქცია.

ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა სპეციალური პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ბევრმა ვერ გაიგო ამ პორტალის შესახებ. ისედაც, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დაძაბულად უხდებათ მეპურეებს შრომა. ყოველდღიურად იმატებს ცხიმის ფასი, მარილის ფასი, საფუარის ფასი. და ჩვენ სათანადოდ არ ვიყავით ინფორმირებული, რომ თურმე არსებობს პორტალი, რომელზეც უნდა შეხვიდე, შეავსო განაცხადი და მოხვდე ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში. მე გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ვერ მოხვდა ამ პროგრამაში“, – განაცხადა დოლიძემ.

მან დახმარებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.

„ოფიციალურად წერილით მივმართე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვთხოვე მინისტრს, რომ დაგვეხმარონ ამ საკითხში, რადგან ამ პორტალმა სულ იმუშავა 14 დღე. 12 იანვარს გამოაცხადეს და 27 იანვარს დაიხურა. ამიტომ, პურის მწარმოებელთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა ამ სუბსიდირების გარეშე. ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც. თუ მადლს შვები და გვიკეთებ ამ სუბსიდირებას, ქართულად რომ ვთქვათ, მარილიც მოაყარე და გაგვაგებინე, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამაში. ისე გამოვიდა მერე, რომ თითქოს მატარებელი წავიდა და ვინც ვერ მოასწრო, ვერ მოხვდა ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში.

ვფიქრობ, ეს პორტალი ხელახლა უნდა გაიხსნას, ყველას უნდა გავაგებინოთ და ერთი კვირა მაინც უნდა იყოს, რომ ნორმალურად შეძლოს ყველამ ჩართვა პროგრამაში. უკვე გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდათ მწარმოებლებს.

აპრილამდე პურის ფასი არ შეიცვლება, მაგრამ შემდგომ ალბათ აისახება. ჩვენ სახელმწიფოს პირობა მივეცით და ეს პირობა უნდა შევასრულოთ, მაგრამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დააწვება პროდუქციის თვითღირებულებასა და წარმოებას. ასევე გეტყვით, დღეს რომ ფქვილის სუბსიდირებას არ ახორციელებდეს სახელმწიფო, 20-25 თეთრით იქნებოდა პურზე ფასი გაზრდილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ვითხოვთ და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვთ, რომ ეს პორტალი ერთი კვირით ისევ გაიხსნას, მეწარმეებს ჰქონდეთ სრულად ინფორმაცია რა და როგორ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი დაამარცხა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა. მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დავით ფეიქრიშვილის მიმართ...

დაწვრილებითDetails

“ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება” – ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა...

დაწვრილებითDetails

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მთავარი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"