LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

დაპოსტა 2020/10/06-ში
109
ნახვა
გაზიარება

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, მიუხედავად კორონავირუსის მზარდი სტატისტიკისა, ბათუმიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანების მობილობა არ წყდება, რაც სხვა ქალაქებში ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნის.

„დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა. მაშინებს ის, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც, ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება, მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება, განსაკუთრებით, ბათუმთან მიმართებაში ალბათ, არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდა საზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ, ჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ხომ არ უშლის თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდი, იმუნოლოგი პასუხობს, რომ აღნიშნულის ქვეტექსტი არ იცის.

„მე ექიმი ვარ, ამას ქვეტექსტი რა უდევს, ნამდვილად არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ, ალბათ, ჯობს იქ ხისტად მიღებული გადაწყვეტილება, რათა ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს. შესაძლოა, ეს საკითხები აწონ-დაწონვადია და ხვალ, ზეგ გახდეს ამის აუცილებლობა, ეს ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დამოუკიდებელი, როგორც ერთი ექიმის აზრი გავაჟღერე. შესაძლებელია, ვთქვათ, არჩევნების საკითხსაც ითვალისწინებენ, აქ არცერთი თემის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩაკეტვა საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის და მთელი რიგი ფაქტორები იქნება, მაგრამ ვიმეორებ, შეზღუდვები წესდება და მკაცრდება, როცა საწოლების რაოდენობა რეანიმაციებში ამოიწურება, იხსნება მაშინ, როცა ეს საწოლები ცარიელდება. ალბათ, არ არის ამ ზღვართან, მაგრამ მე მეშინია შიდა ექსპორტი არ მოხდეს და ადამიანების მობილობა აჭარიდან აქეთ მხარეს. თბილისში ინფექციის მასობრივი გავრცელება რთულ მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

ცვლილება, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება

იანვარი 22, 2026
147
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. „ის, რომ პედაგოგი მობილურ...

დაწვრილებითDetails

სუს-ი ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდა და ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

იანვარი 22, 2026
240
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“,-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა – ვითარება ადგილზე

იანვარი 22, 2026
79
მთავარი

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამ მოქალაქეს ბელგიაში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იანვარი 22, 2026
116
მთავარი

ბელგიაში საქართველოს სამ მოქალაქეს საპარსებისა და კბილის ჯაგრისების მოპარვისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბელგიური მედიის ინფორმაციით, 49 წლის ზურაბ კ.-მ და 38 წლის კახა ა.-მ 16-დან 19 ივლისამდე ჯამში თერთმეტი ქურდობა...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხოეთიდან გამოწერებში ისევ Temu ლიდერობს

იანვარი 22, 2026
81
მთავარი

2025 წლის პირველ ნახევარში საქონლის უცხოეთიდან ონლაინ-გამოწერებმა 900 მლნ ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი კი Temu-დან იყიდეს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. პუბლიკაციის მიხედვით, Temu განხორციელებული ტრანზაქციების...

დაწვრილებითDetails

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა სპორტსმენს დღეს დაკრძალავენ

იანვარი 22, 2026
270
მთავარი

ბოლნისში, ტრაგიკულად დაღუპულ სპორტსმენს, ნინი მამარდაშვილს დღეს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ნინი მამარდაშვილი ავარიას 16 იანვარს ემსხვერპლა. 17 წლის ნინი მამარდაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. ნინი წარმატებული კარატისტი იყო.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში კინო ჩვენებების სერია იწყება

იანვარი 22, 2026
340
მთავარი

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით გიბრუნდებათ. ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, იხილოს უახლესი ქართული კინო, შეხვდეს რეჟისორებსა თუ მსახიობებს და მონაწილეობა მიიღოს კითხვა-პასუხის სესიაში! ჩვენებების ციკლი...

დაწვრილებითDetails

სიახლე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

იანვარი 22, 2026
28.5k
@?FFKM.3
მთავარი

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ - აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა....

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2.459 მლნ ლარზე მეტი შევიდა

იანვარი 22, 2026
61
მთავარი

2025 წელს უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 459 279 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წელს...

დაწვრილებითDetails

ივანე ჩხაიძე ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
141
მთავარი

„გრიპი კვლავ წამყვანი რჩება ვირუსებს შორის. ჯამური მაჩვენებელი ყველზე მეტი აქვს H3N2 ტიპის ვირუსს, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს. 72%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი, მეორე ადგილზეა „ბ“ ტიპის ვირუსი 4% და 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».