სრულიად საქართველო შეძრა მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებამ.
როგორც ირკვევა მოძღვარი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, თავად გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“, ბორდის წევრმა, კომპანია „გალფ ჯორჯია“, ვიცეპრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო და თეიმურაზ ქორიძის ოჯახის დასახმარებლად საზოგადოება გააერთიანა. მიზანი სასულიერო პირის ოჯახისთვის ბინის შეძენაა.
ცოტა ხნის წინ ჯიბლაძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კამპანიის შედეგზე წერს:
“ათასობით ჩარიცხვის და უსაზღვრო სიკეთის, ერთიანობის და სიყვარულის შედეგად შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი იყიდის ბინას. ღმერთი, მამაოს უშუალო დახმარებით, სასწაულებრივი ძალების ჩართულობით და თქვენი მონდომებით მხოლოდ. მადლობა ყველა თეთრისთვის, როდესღაც იგრძნობთ სადღაც საჭირო დღეს, რომ ეს სიკეთე ისევ თქვენთან მოვიდა…” – წერს ჯიბლაძე.