რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ომსკის რეგიონის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
„დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქსიბუტირატები, ბარბიტურატები, სტრიქნინი, კრუნჩხვის გამომწვევი ან სინთეტიკური შხამები არ გამოვლენილა. შარდში აღმოჩენილია ალკოჰოლი და კოფეინი“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით ბერლინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.